
ლიეტუვას პრეზიდენტმა რუსი სამხედროების დედებს რუსულ ენაზე მიმართა
26/02/2022 13:53:22 ევროპა
ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანს ნაუსედამ რუსი ხალხისადმი მიმართვა ჩაწერა და რუს სამხედროებს მოუწოდა, შეწყვიტონ უაზრო ომი.
რუსუნ ენაზე ჩაწერილი მიმართვა Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„რუსო ხალხო, თქვენ მოგმართავთ, მოგმართავთ თქვენ – უკრაინაში სასიკვდილოდ გაგზავნილი სამხედროების დედებო. მოგმართავთ თქვენ, ჯარისკაცებო, რომლებმაც არც იცით, რისთვის იბრძვით. გესმით ამ ომის არსი? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც მაგიდასთან მჯდომმა რუკაზე დახატა მიწის ნაჭერი, რომლის მიტაცებაც სურს? ბევრი მიწაა, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა, არც ეკუთვნის და არც მომავალში მიეკუთვნება“,– ამბობს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, მიუხედავად უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ბოროტებისა, ჯერ კიდევ არის დრო შეჩერებისთვის:
„საშინელებაა, უყურო, როგორ იღუპებიან ბავშვები და ქალები, ინგრევა ეკლესიები. რისთვის იბრძვით? თქვენ ხომ ანგრევთ სლავებისთვის ყველაზე წმინდას. შეჩერდით!. დაფიქრდით, რას სჩადიხართ, რას სჩადიან თქვენი ხელისუფალნი. ჯერ კიდევ არ არის გვიან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბოროტება უკვე ჩადენილია. ჯერ კიდევ არაა გვიან, ეს გაჩერდეს!“.