Accentnews.ge
მედია – ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა შეაჩერა, რუსულ ნავთობზე ფასი რეკორდულად ეცემა

მედია – ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა შეაჩერა, რუსულ ნავთობზე ფასი რეკორდულად ეცემა

26/02/2022 11:55:55 მსოფლიო

ჩინეთის ნავთობტრეიდერებმა, რომლებიც რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს, – იუწყება Bloomberg.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციებია. შემსყიდველები შიშობენ, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში, თავადაც არ მოხვდნენ სანქციების სიაში.

რუსული ESPO და Sokol მარკის ნავთობის შესყიდვის მომდევნო ეტაპი მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. Urals მარკის ნავთობი კი რომლის ტრანსპორტირებაც შავი ზღვის პორტებიდან ხდება, ამ კვირაში დიდი ფასდაკლებით იყიდება.

ცნობისთვის: იანვარში ჩინეთი რუსეთისგან ESPO მარკის ნავთობის 818,000 ბარელს ყიდულობდა დღე-ღამეში, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 529,000 ბარელამდე შემცირდა. ამასთან, ჩინეთი ყიდულობს ESPO მარკის რუსულ ნავთობს, თუმცა, მისი მიღება ხდება მილსადენიდან და არა პორტებიდან. ამავდროულად სამჯერ გაძვირდა შავი ზღვიდან რუსული უმაღლესი ხარისხის ნავთობის Urals-ის ექსპორტი, ამის მიზეზი კი გადამზიდეველების მხრიდან გადაზიდვებზე უარი გახლავთ, რასაც ისინი უსაფრთხოებით ხსნიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S