საფრანგეთმა ლა მანშის სრუტეში რუსული გადამზიდი გემი დააკავა
26/02/2022 11:51:53 მსოფლიო
საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა ლა მანშის სრუტეში რუსული გადამზიდი გემი დააკავეს, – იუწყება BBC ფრანგ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გემი, რომელიც ლა მანშის სრუტეში დააკავეს, საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ბულონ - სიურ-მერის პორტში გადაამისამართეს. საფრანგეთის სასაზღვრო ძალები მოკვლევას აწარმოებენ.
„127 მეტრის სიგრძის რუსული გადამზიდავ გემს „ბალტიის ლიდერი“ ავტომობილები გადაჰქონდა. მისი დაკავება საფრანგეთის ხელისუფლების განკარგულებით მოხდა, რადგან იყო ეჭვი რომ გემი იმ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელსაც ევროკავშირის სანქციები დაეკისრა. საფრანგეთის სასაზღვრო ძალები გადამზიდ გემთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ. გემის ეკიპაჟი საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს",- აცხადებს ფრანგი მაღალჩინოსანი.


