Accentnews.ge
აქტიური ბრძოლის მიუხედავად, პოლონეთის ელჩი კიევში დარჩა

აქტიური ბრძოლის მიუხედავად, პოლონეთის ელჩი კიევში დარჩა

26/02/2022 11:24:16 ევროპა

პოლონეთის ელჩი ბატოშ ციხოცკი კიევში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დედაქალაქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

„დილა მშვოდობისა, კიევო“– დაწერა ელჩმა Twitter–ზე და კიევში დადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებისას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატები გამოიძახა ხარკოვიდან და ოდესიდან, თუმცა განაცხადა, რომ საელჩოები კიევსა და ლვოვში განაგრძობენ მუშაობას.

ერთი დღით ადრე იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ გეგმავს კიევში მისი დიპლომატიური მისია მუშაობის შეწყვეტას, მიუხედავად საბრძოლო მოქმედებების გაძლიერებისა.

სლოვაკეთის ელჩიც დარჩა კიევში, ხოლო საელჩო ოპერატიულ რეჟიმი მუშაობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S