Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში რუსი სამხედროების ნათესავებისთვის 24-საათიანი "ცხელი ხაზი" ამოქმედდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში რუსი სამხედროების ნათესავებისთვის 24-საათიანი "ცხელი ხაზი" ამოქმედდა

26/02/2022 11:30:22 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში რუსი სამხედროების ნათესავებისთვის 24-საათიანი "ცხელი ხაზი" ამოქმედდა. ამის შესახებ შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის დაიღუპა 3 500 რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ ჩავარდა.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. კიევის გარეუბნებში ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S