ზელენსკი - რუსეთის მოსახლებას: "უბრალოდ შეაჩერეთ ისინი, ვინც ცრუობენ, ვინც გატყუებენ თქვენც, ჩვენც, მთელს მსოფლიოსაც! დავასრულოთ ეს ომი!"
26/02/2022 11:24:57 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს კიდევ ერთხელ მიმართა.
"უბრალოდ შეაჩერეთ ისინი, ვინც ცრუობენ, ვინც გატყუებენ თქვენც, ჩვენც, მთელს მსოფლიოსაც! დავასრულოთ ეს ომი!", – მიმართავს რუსეთის მოსახლებას ზელენსკი.
ამასთან, მან უკრაინის მეგობრებს მოუწოდა:
"ვისაც შეგიძლიათ, ჩამოდით და იბრძოლეთ ჩვენთან ერთად და სადაც ხართ, იქაც დაგვიცავით, როგორც შეგიძლიათ".
მისი თქმით, ამ დროისთვის კიევსა და მის ირგვლივ საკვანძო ქალაქებს უკრაინა აკონტროლებს.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. კიევის გარეუბნებში ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.


