
„იმედია, ეყოფათ ვაჟკაცობა!“ – ზელენსკიმ დაასახელა ის ორ ქვეყანა, რომლებიც რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ბლოკავენ
26/02/2022 11:00:04 ევროპა
გერმანია და უნგრეთი რჩებიან ევროკავშირის იმ წევრებად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის SWIFT-დან გათიშვას,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„თითქმის სრული მხარდაჭერაა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რათა რუსეთი SWIFT-დან გაითიშოს. ვიმედოვნებ, გერმანიას და უნგრეთს ეყოფათ ვაჟკაცობა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვყოფნის ვაჟკაცობა, დავიცვათ საკუთარი სამშობლო, დავიცვათ ევროპა“,– განაცხადა პრეზიდენტმა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ გადაწყვეტილებას ოთხი ქვეყანა ბლოკავდა, თუმცა კვიპროსმა და იტალიამ უკვე განაცხადეს მათ პოზიციებში ცვლილებების შესახებ.