Accentnews.ge
მედვედევი – უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე: "საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტ პუტინის მიერ დასახულ მიზნებს არ მივაღწევთ"

მედვედევი – უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე: "საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტ პუტინის მიერ დასახულ მიზნებს არ მივაღწევთ"

26/02/2022 11:03:31 მსოფლიო

რუსეთის ექს–პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინაში მოსკოვის შეჭრა "კრემლის მიერ დასახული მიზნების მიღწევამდე" გაგრძელდება.

"საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტ პუტინის მიერ დასახულ მიზნებს არ მივაღწევთ", – აცხადებს მედვედევი.

რა არის პუტინის ზუსტი მიზნები გაურკვეველია.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. კიევის გარეუბნებში ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S