Accentnews.ge
ზელენსკი – აშშ–ის შეთავაზებაზე კიევიდან ევაკუაციის თაობაზე: "მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არა უკრაინიდან გაქცევა"

ზელენსკი – აშშ–ის შეთავაზებაზე კიევიდან ევაკუაციის თაობაზე: "მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არა უკრაინიდან გაქცევა"

26/02/2022 10:53:21 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა კიევიდან ევაკუაციის თაობაზე შეერთებული შტატების შეთავაზებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

"მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არა უკრაინიდან გაქცევა", – განუცხადა ამერიკულ მხარეს ზელენსკიმ.

"უკრაინელები ამაყობენ თავიანთი პრეზიდენტით", - აცხადებს დიპლომატიური უწყება.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. კიევის გარეუბნებში ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S