
კიევი "წითელ ჯვარს" მოუწოდებს, რუსი სამხედროების ცხედრები სამშობლოში გადაასვენოს
26/02/2022 10:40:21 ევროპა
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები სამშობლოში გადაასვენონ.
"ჩვენ ვთხოვთ, წითელ ჯვარს, რომ რუსეთში რუსი ჯარისკაცების ცხედრების გადასვენებაში დახმარება გასწიოს. ეს ჰუმანიტარული მოთხოვნილებაა და ვითხოვთ გაკეთდეს ისე, რომ რუსი ოკუპანტების ცხედრებმა დატოვონ უკრაინა და გაემგზავრონ რუსეთში", - განაცხადა ვერეშუკმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ საღამოს კიევში ამოქმედდება ცხელი ხაზი რუსი ჯარისკაცების ახლობლებისთვის, რომელთაც შეეძლებათ ინფორმაციის მიღება.
დაღუპულების შესახებ რუსული მხარე ცნობებს არ ავრცელებს, ირწმუნება რა, რომ დანაკარგები არ აქვს, უკრაინაში კი აცხადებენ, რომ დაიღუპა 3 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, 200 ტყვედ აიყვანეს.