Accentnews.ge
უკრაინის ჯანდაცვის სამინსიტრო: "უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 198 ადამიანი, მათ შორის – 3 ბავშვი"

უკრაინის ჯანდაცვის სამინსიტრო: "უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 198 ადამიანი, მათ შორის – 3 ბავშვი"

26/02/2022 10:30:54 მსოფლიო

უკრაინის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 198 ადამიანი, მათ შორის – 3 ბავშვი.

რაც შეეხება დაშავებულებს, უწყების ცნობით, რუსული აგრესიის შედეგად დაშავდა 1115 ადამიანი, მათ შორის 33 ბავშვი.

რუსეთი კვლავ ირწმუნება, რომ მისი სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია, თუმცა კადრები საპირისპიროს მეტყველებენ:

კიევში მდებარე ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც რუსული ძალების მიერ გასროლილი ბომბი მოხვდა. 2022 წლის 26 თებერვალი.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. კიევის გარეუბნებში ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S