Accentnews.ge
„გამოვიდა!“ – SWIFT–იდან რუსეთის გათიშვის საკითხზე პოზიცია კვიპროსმაც შეცვალა

„გამოვიდა!“ – SWIFT–იდან რუსეთის გათიშვის საკითხზე პოზიცია კვიპროსმაც შეცვალა

26/02/2022 09:52:13 ევროპა

კვიპროსმა განაცხადა, რომ არ დაბლოკავს SWIFT–იდან რუსეთის გათიშვის შესახებ გადაწყვეტილებას,– ამის შესახებ Twitter–ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ დაწერა.

„გამოვიდა. კვიპროსმა განაცხადა, რომ არ დაბლოკავს SWIFT–იდან რუსეთის გათიშვას. უკრაინის დიპლომატია განაგრძობს მუშაობას 24/7 რეჟიმში და აღწევს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას რუსი დამპყრობლებისგან უკრაინელების დასაცავად“,– წერს მინისტრი.

ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ აშშ სერიოზულად განიხილავს SWIFT–იდან რუსეთის გათიშვას უკრაინაზე განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიისთვის და რომ ამ საკითხზე თანხმობა იწყება ევროპიდან. აშშ–ის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ რუსეთი SWIFT–იდან ევროპის პოზიციის გამო არ ითიშება. თუმცა, ევროპაში საკითხის ირგვლივ განწყობების ცვლილება დაიწყო: იტალია, რომელიც მანამდე მასგავს ზომას მხარს არ უჭერდა, პოზიცია შეიცვალა. ვრცელდებოდა ინფორმაცია გერმანია და უნგრეთის წინააღმდეგობის შესახებაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S