NBC – ყაზახეთმა უარი განაცხადა მოსკოვის თხოვნაზე, გაგზავნოს ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად
26/02/2022 09:53:45 მსოფლიო
ყაზახეთმა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და სამხრეთით მდებარე მეზობელი ქვეყანაა, უარი განაცხადა მოსკოვის თხოვნაზე, გაგზავნოს ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, – იუწყება NBC ყაზახეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობას".
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. კიევის გარეუბნებში ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.


