Accentnews.ge
„პუტინი მკვლელია!“ – ანკარაში მოქალაქეები უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

„პუტინი მკვლელია!“ – ანკარაში მოქალაქეები უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

26/02/2022 08:30:05 საზოგადოება

მოქალაქეები უკრაინის მხარდასაჭერად თურქეთის დედაქალაქის, ანკარის ცენტრში შეიკრიბნენ.

როგორც "აქცენტის" ჟურნალისტი იუწყება, პროტესტანტები აქციაზე თურქეთის და უკრაინის დროშებით მივიდნენ და სკანდირებენ: „პუტინო, წადი უკრაინიდან!“, „უკრაინა და თურქეთი მეგობრები არიან“, „პუტინი მკვლელია!“.

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, რომელსაც კრემლში „სპეციალური ოპერაცია“ უწოდეს. გაჟღერდა მიზანი, როგორც ამას აშშ–ის დაზვერვა მანამდეც პროგნოზირებდა, შეცვალოს უკრაინის ხელისუფლება.

უკრაინელები შეტევის სამი მიმართულებით მოგერიება უწევთ: ჰაერიდან, ზღვიდან, ხმელეთიდან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S