Accentnews.ge
კულება მსოფლიოსგან რუსეთის სრულ იზოლირებას და ომის დამნაშავეების შეჩერებას ითხოვს

კულება მსოფლიოსგან რუსეთის სრულ იზოლირებას და ომის დამნაშავეების შეჩერებას ითხოვს

26/02/2022 08:05:52 ევროპა

მას შემდეგ, რაც რუსული რაკეტა კიევში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ მსოფლიოსგან რუსეთის სრული იზოლირება და მისი ეკონომიკის განადგურება მოითხოვა.

„კიევმა, ჩვენმა მშვენიერმა ქალაქმა, კიდევ ერთი ღამე გადაიტანა რუსული არმიის და რაკეტების სროლის ქვეშ. ერთ-ერთი მათგანი კიევის საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. მსოფლიოსგან მოვითხოვ: რუსეთის სრულ იზოლაციას, ელჩების გამოწვევას, ნავთობის ემბარგოს, მისი ეკონომიკის განადგურებას. გააჩერეთ რუსი სამხედრო კრიმინალები!“

როგორც ცნობილია, კიევში ლობანოვსკის გამზირზე, რუსული ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S