Accentnews.ge
„მეტი მოქმედება მინდა და ნაკლები სიტყვები!"– სიდნეისა და ტოკიოში უკრაინის მხარდასაჭერი აქციები ჩატარდა

„მეტი მოქმედება მინდა და ნაკლები სიტყვები!"– სიდნეისა და ტოკიოში უკრაინის მხარდასაჭერი აქციები ჩატარდა

26/02/2022 07:33:02 მსოფლიო

25 თებერვალს სიდნეიში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა თავსხმა წვიმაში ქუჩაში გამოვიდა შეძახილებით „უკრაინა გაიმარჯვებს“, ტოკიოში ჩატარებული აქციის მონაწილეები კი მოითხოვდნენ რუსეთის გარიცხვას გაეროს უშიშროების საბჭოდან.

ავსტრალია და იაპონია შეუერთდნენ აშშ-ის, ევროკავშირის და ბევრი სხვა ქვეყნის სანქციებს რუსი პოლიტიკოსების და ბიზნესების წინააღმდეგ. თუმცა, დღეს ჩატარებული აქციის მონაწილეებიო კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს მოითხოვდნენ.

„მეტი მოქმედება მინდა და ნაკლები სიტყვები. დიპლომატიის დრო აღარ არის. მინდა, უკრაინას სამხედრო დახმარება გავუწიოთ!“ - უთხრა ჟურნალისტებს ავსტრალიაში ჩატარებული აქციის ერთმა მონაწილემ.

ბოლო დღეებში ათასობით ადამიანი გამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ომის გასაპროტესტებლად და პუტინის ქმედებების დასაგმობად, მათ შორის საქართველოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S