Accentnews.ge
მერი: "ხერსონის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს!"

მერი: "ხერსონის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს!"

26/02/2022 07:18:46 ევროპა

ხერსონის ქალაქის მერი იგორ კოლიხაევი ამბობს, რომ ქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს.

"დილა მშვიდობის. ხერსონის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს! ქალაქი მუშაობს და ცხოვრობს. ტროლეიბუსის პირველი ხაზები გავიდა. ვასწრებთ ქალაქის დალაგებას. პროდუქტებთან და პურთან დაკავშირებით საკითხებს ვაგვარებთ. თვალი მიადევნეთ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განახლებულ ინფორმაციას. წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმშია. "წყალი გრაფიკით" - ტყუილია. ვცდილობთ, ყველა ავარია ოპერატიულად გამოვასწოროთ. ხერსონის თავშესაფარში გუშინ ორი ჯანმრთელი ბიჭი გაჩნდა. ჩვენი მედიკოსები მზად იყვნენ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა - დედებისთვისა და ახალი ხერსონელებისთვის", - წერს ქალაქის მერი.

25 თებერვალს ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხერსონის თავდაცვა გაარღვიეს და უკრაინამ კონტროლი დაკარგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S