Accentnews.ge
Bloomberg: "ჩინეთის 2 სახელმწიფო ბანკი რუსული საექსპორტო საქონლისთვის კრედიტის გაცემას ზღუდავს"

Bloomberg: "ჩინეთის 2 სახელმწიფო ბანკი რუსული საექსპორტო საქონლისთვის კრედიტის გაცემას ზღუდავს"

25/02/2022 23:01:09 მსოფლიო

ჩინეთის, სულ მცირე, ორი უმსხვილესი სახელმწიფო ბანკი რუსული საქონლის შესყიდვის დაფინანსებას ზღუდავს, - იუწყება Bloomberg წყაროზე დაყრდნობით

მისი ცნობით, Industrial & Commercial Bank of China Ltd.-ს ოფშორულმა ერთეულებმა შეაჩერეს აშშ დოლარში დენომინირებული აკრედიტივების გაცემა საექსპორტო რუსული საქონლის შესაძენად. „ჩინეთის ბანკმა“ ასევე შეზღუდა რუსული საქონლის დაფინანსება საკუთარი რისკის შეფასების საფუძველზე.

"ჩინეთის ბანკები სერიოზულად ეკიდებიან სანქციების დაცვის საკითხს, რადგან არ სურთ დაკარგონ წვდომა აშშ დოლარში ტრანზაქციებზე. ჩინეთის ოთხმა უმსხვილესმა ბანკმა შეასრულა აშშ-ის წინა სანქციები ირანის, ჩრდილოეთ კორეის და ჰონგ კონგის უმაღლესი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რადგან მათ ესაჭიროებათ წვდომა აშშ დოლარის კლირინგ სისტემაზე“,– იუწყება გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S