"მტერი ამაღამ კიევის აღებას გეგმავს, უნდა გავუძლოთ"
25/02/2022 22:41:26 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ამაღამ კიევის აღებას გეგმავს.
როგორც მან აღნიშნა,"მტერი შეეცდება გამოიყენოს ყველა ძალა“.
"ღამე იქნება მძიმე, ძალიან მძიმე, მაგრამ დადგება დილაც. უნდა გავუძლოთ. ამ ღამეს მტერი გამოიყენებს ყველა არსებულ ძალას, იმისათვის რომ გაგვტეხოს. უკრაინის ბედი ზუსტად ახლა წყდება. დარტყმის ქვეშ არის ჩვენი სახელმწიფოს ბევრი ქალაქი - ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, ჩვენი ბიჭები და გოგოები დონბასში. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კიევს, არ შეიძლება ჩვენი დედაქალაქის დაკარგვა", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო–მიმართვაში.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. დღეს დილიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. დედაქალაქს სამხედროსბის გარდა, მოხალისეებიც იცავენ, რომელთაც იარაღი დაურიგეს.


