"აშშ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით დახმარებას გაუწევს"
25/02/2022 22:22:32 მსოფლიო
პენტაგონის პრეს-სპიკერი ჯონ კირბი ამბობს, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით დახმარებას გაუწევს.
"აშშ აპირებს გაუწიოს დამატებითი დახმარება უკრაინას უსაფრთხოებისთვის, თუმცა, როგორ იქნება ეს გაკეთებული, ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ. ჩვენ აქტიურად ვერთვებით ამ ძალისხმევაში, რომ დავეხმაროთ მათ უკეთესად დაიცვან საკუთარი თავი როგორც ლეტალური ისე არა-ლეტალური დახმარებით", - განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


