ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "პეკინი პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"
25/02/2022 22:18:27 მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის განცხადებით, პეკინი პატივს სცემს ქვეყნების, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს, მაგრამ რუსეთის შეშფოთება ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე გაფართოებასთან დაკავშირებით სათანადოდ უნდა იქნას განხილული.
„ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და დაცვას. ეს ასევე ეხება უკრაინას. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე გაფართოების ზედიზედ ხუთი რაუნდის გათვალისწინებით, რუსეთის ლეგიტიმური უსაფრთხოების მოთხოვნები სერიოზულად და სათანადოდ უნდა იქნას განხილული", – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, "უკრაინაში არსებული ვითარება არ არის ის, რაც პეკინს სურს დაინახოს" და რომ იგი რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის მყისიერად დაწყების მომხრეა.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


