ეუთო რუსეთისთვის "კარს კეტავს"
25/02/2022 21:19:52 მსოფლიო
ეუთო რუსეთისთვის "კარს კეტავს" და ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს, ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის საბჭომ გენერალურ მდივანს მიმართა თხოვნით, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსეთი აფინანსებს, უნდა შეწყდეს.
გარდა ამისა, ეუთო-ს სურს მოსკოვის ოფისის დახურვა და რუსეთის მინისტერიალის დონეზე მიწვევების შეწყვეტა.
ორგანიზაცია გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას.


