Accentnews.ge
რუსეთი Facebook-ზე წვდომას ზღუდავს

რუსეთი Facebook-ზე წვდომას ზღუდავს

25/02/2022 21:11:27 მსოფლიო

რუსეთი Facebook-ზე წვდომას ნაწილობრივ ზღუდავს.

როგორც CNN წერს, რუსეთის კომუნიკაციების სამინისტრო სოციალურ ქსელს უკანონო ცენზურაში ადანაშაულებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, Facebook-მა დაარღვია „რუსი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები“ მაშინ, როდესაც რამდენიმე რუსული მედიაპლატფორმა შეზღუდა. მათ შორის არის RIA Novosti-ს, Zvezda TV-ის, Lenta.ru-ს და Gazeta.ru-ს Facebook-ანგარიშები.

ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენა ექნება Roskomnadzor-ის გადაწყვეტილებას Facebook-ის ან მისი მფლობელი კომპანია Meta-ს რუსეთში ოპერირებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S