Accentnews.ge
ევროკავშირისა და ბრიტანეთის შემდეგ პუტინსა და ლავროვს სანქციებს შეერთებული შტატებიც უწესებს

ევროკავშირისა და ბრიტანეთის შემდეგ პუტინსა და ლავროვს სანქციებს შეერთებული შტატებიც უწესებს

25/02/2022 20:58:26 მსოფლიო

აშშ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სანქციებს უწესებს.

"ჩვენი ევროპელი მოკავშირეების გადაწყვეტილების შესაბამისად, აშშ სანქციებს დაუწესებს პუტინს, ლავროვს და რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრებს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ჯენ ფსაკიმ.

მან დაადასტურა რომ სანქციები სამოგზაურო აკრძალვასაც ითვალისწინებს.

მისი თქმით, სასანქციო პაკეტზე დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი .

შეგახსენებთ, რომ მანამდე პუტინსა და ლავროვს სანქციები ევროკავშირმა და ბრიტანეთმა დაუწესეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S