"არ შევწყვეტთ კრემლისთვის ეკონომიკური ტკივილის მიყენებას, ვიდრე უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება"
25/02/2022 20:38:35 მსოფლიო
"არ შევწყვეტთ კრემლისთვის ეკონომიკური ტკივილის მიყენებას, ვიდრე უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება", ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ დავაწესებთ სანქციებს ვლადიმირ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრის საპასუხოდ. ჩვენ არ შევწყვეტთ კრემლისთვის ეკონომიკური ტკივილის მიყენებას, ვიდრე უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება“, – აცხადებს ტრასი.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აღნიშნულის გამო დასავლეთმა მოსკოვის წინაარმდეგ სანქციები დააწესა.


