Accentnews.ge
მობილურმა ოპერატორებმა 15 ქვეყანაში უკრაინაში სატელეფონო ზარების გადასახადი გააუქმეს

მობილურმა ოპერატორებმა 15 ქვეყანაში უკრაინაში სატელეფონო ზარების გადასახადი გააუქმეს

25/02/2022 20:15:32 ევროპა

კანადასა და ევროპის რიგ ქვეყანაში მობილურმა ოპერატორებმა უკრაინაში სატელეფონო ზარების განხორციელების გადასახადი გააუქმეს,– ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიმიტრო უკლება იუწყება.

ეს ქვეყნები არიან: კანადა, ავსტრია, გერმანია, შვეიცარია, ფინეთი, სლოვაკეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, შვედეთი, ლიეტუვა, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, ხორვატია, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.

„ასეთი ნაბიჯი რეალური სოლიდარობის გამოვლინებაა ჩვენი სახელმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ“, - აღნიშნავს კულება და დასძენს, უკრაინას ემახსოვრება ყველა ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაცია ბიზნესი, ადამიანი, რომელმაც განზე არ გადგა, არ პირფერობს, არამედ მხარში უდგას უკრაინელებს ამ კრიტიკულ მომენტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S