კიევის მერი: "მოხდა აფეთქებები, დეტალებს ვაზუსტებთ, მძიმე ღამე გველის"
25/02/2022 20:06:27 მსოფლიო
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქში აფეთქებების თაობაზე იუწყება.
"საგანგებო სიტუაციების სამსახურები რეაგირებენ. დეტალებს ვაზუსტებთ. სიტუაცია ძალიან დაძაბულია, მძიმე ღამე გველის", – განაცხადა კლიჩკომ.
მისი ცნობით, რუსული ჯარები ქალაქთან ახლოს არიან:
„ამჟამად ვითარება შემაძრწუნებელია, გაზვიადების გარეშე. ღამე და დილა რთული იქნება.
რუსული ჯარები ძალიან ახლოს არიან დედაქალაქთან. დივერსიული ჯგუფები ქალაქში სამხედრო და სამართალდამცავ სტრუქტურებს ანეიტრალებენ. დედაქალაქში ხიდები დაცვისა და სპეციალური კონტროლის ქვეშაა. მათ სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პატრულირებენ“, - განაცხადა მან.
მან დასძინა, რომ კიევის საავადმყოფოები საომარ რეჟიმში მუშაობენ, საგუშაგოები დამონტაჟდა ქალაქის მთავარ შესასვლელთან და დედაქალაქის სტრატეგიულ ობიექტებთან ახლოს.
ის მადლობას უხდის ქალაქის მოსახლეობას მზადყოფნისთვის, დაიცვან დედაქალაქი და ქვეყანა, შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან და სამართალდამცავ უწყებებთან ერთად”.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. დღეს დილიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს.

დედაქალაქს სამხედროსბის გარდა, მოხალისეებიც იცავენ, რომელთაც იარაღი დაურიგეს.



