
კულება: „იტალია SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას დასთანხმდა“
25/02/2022 20:02:36 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას ცნობით, იტალია SWIFT–იდან რუსეთის გათიშვას დასთანხმდა.
როგორც კულება ამბობს, მზაობა იტალიელმა კოლეგამ სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.
„ჩემმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს SWIFT–იდან უკრაინის გათიშვას", – ამბობს მინისტრი.
იტალია ერთ–ერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა SWIFT–იდან რუსეთის გათიშვას.