უკრაინის ელჩი: "პრაღამ რუსულ თვითმფრინავებს ჩეხეთის აეროპორტებში დაშვება აუკრაძალა"
25/02/2022 19:48:34 მსოფლიო
პრაღამ რუსულ თვითმფრინავებს ჩეხეთის აეროპორტებში დაშვება აუკრაძალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩეხეთში უკრაინის ელჩმა ევგენი პერებიინისმა გაავრცელა.
მისი ცნობით, შესაბამისი ბრძანება 26 თებერვლიდან შევა ძალაში.
"აგრესორის გარშემო იზოლაციის რკალი ფართოვდება“, - აცხადებს ელჩი.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აღნიშნულის გამო დასავლეთმა მოსკოვის წინაარმდეგ სანქციები დააწესა.


