
პოლონეთიდან უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობა ჩავიდა
25/02/2022 20:00:53 ევროპა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშაკი აცხადებს, რომ პოლონეთიდან უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული კოლონა ქვეყანაში უკვე ჩავიდა.
"სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული კოლონა, რომელიც უკრაინაში გავგზავნეთ ჩვენს მეზობლებთან უკვე ჩავიდა. მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვართ სოლიდარული და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსულ აგრესიას", - წერს მარიუშ ბლაშაკი „ტვიტერზე“.