ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის
25/02/2022 18:52:08 მსოფლიო
ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ამასთან, სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინის ხელისუფლების დამხობას ცდილობს.
„ვხედავთ რიტორიკას, მესიჯებს, რომლებიც აშკარად მიანიშნებს იმას, რომ მიზანია კიევის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ჩამოგდება,“ განაცხადა მან ნატო–ს ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები ძალზე მოწადინებული არიან, გააგრძელონ დახმარება.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნატო თავის აღმოსავლეთის ფლანგზე განალაგებს სწრაფი რეაგირების ძალების ელემენტებს, რომლებიც შედგება სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებით.
იგი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ნატო დაიცავს თითოეულ მოკავშირეს.


