ევროკავშირმა პუტინისა და ლავროვის საკუთრებაში არსებული ევროპული აქტივები გაყინა
25/02/2022 18:12:03 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის ევროპული აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აღნიშნულის გამო დასავლეთმა მოსკოვის წინაარმდეგ სანქციები დააწესა.


