Accentnews.ge
ნატო: „მსოფლიო რუსეთს ისევე, როგორც ბელარუსს პასუხს აგებინებს მათ ქმედებებზე"

ნატო: „მსოფლიო რუსეთს ისევე, როგორც ბელარუსს პასუხს აგებინებს მათ ქმედებებზე"

25/02/2022 18:05:56 მსოფლიო

"მსოფლიო რუსეთს ისევე, როგორც ბელარუსს პასუხს აგებინებს მათ ქმედებებზე", ამის შესახებ ალიანსის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ალიანსმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, "გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და უარი თქვას აგრესიის გზაზე, რომელიც თავად აირჩია".

„მსოფლიო რუსეთს ისევე, როგორც ბელარუსს პასუხს აგებინებს მათ ქმედებებზე. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უპირობოდ დაგმონ კრემლის თავდასხმა. [...] პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ არის საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, წლების განმავლობაში. უპრეცედენტო სანქციები უკვე დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის – ევროკავშირთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S