ნატო აღმოსავლეთ ევროპაში წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დამატებით ძალებს განათავსებს
25/02/2022 17:59:59 მსოფლიო
ნატო აღმოსავლეთ ევროპაში წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დამატებით ძალებს განათავსებს
ნატო აღმოსავლეთ ევროპაში წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დამატებით ძალებს განათავსებს. ამის შესახებ ალიანსის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ნატო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დაიცავს თითოეულ მოკავშირეს.
„ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული და პროპორციული“, აცხადებენ ლიდერები.
ალიანსმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, "გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და უარი თქვას აგრესიის გზაზე, რომელიც თავად აირჩია".
„მსოფლიო რუსეთს ისევე, როგორც ბელარუსს პასუხს აგებინებს მათ ქმედებებზე. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უპირობოდ დაგმონ კრემლის თავდასხმა. [...] პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ არის საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, წლების განმავლობაში. უპრეცედენტო სანქციები უკვე დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის – ევროკავშირთან“, - ნათქვამია განცხადებაში.


