Accentnews.ge
"რუსეთი ხოცავს!": თბილისში რუსულ აგრესიას და ღარიბაშვილის პოზიციას ხალხმრავალ აქციაზე აპროტესტებენ

"რუსეთი ხოცავს!": თბილისში რუსულ აგრესიას და ღარიბაშვილის პოზიციას ხალხმრავალ აქციაზე აპროტესტებენ

25/02/2022 17:34:30 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. უკვე მეორე დღეა, უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება თბილისსა და სხვა ქალაქებშიც, თუმცა ამჯერად მოქალაქეები მხარდაჭერასთან ერთად საქართველოს მთავრობისადმი პროტექსტს გამოხატავენ. შეკრებილებს მიუღებლობა აქვთ პრემიერ–ღარიბაშვილის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციასთან, რომელიც შეეხებოდა მათ შორის კიევში გამგზავრებას, აგვისტოს ომის მოვლენებს და იმას, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.

აქცია თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართებოდა, თუმცა ვინაიდან ადგილზე ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი და ტერიტორია მათ ვეღარ იტევდა, პროტესტმა პარლამენტთან გადაინაცვლა.

პროტესტზე სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები არიან შეკრებილნი სკანდირებენ „საქართველო!“, „უკრაინა!“,“ზმეინი!“. ინფორმაციისთვის, ეს უკანასკნელი კუნძულია, რომელიც უკრაინელებმა უკან ბრძოლით დაიბრუნეს. რუსულმა სამხედროებმა კუნძული ზმეინი გუშინ აიღეს, რა დროსაც 13 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, რომელთაც დანებება არ მოინდომეს. პრეზიდენტმა მათ გმირის წოდება მიანიჭა.

როგორც მოქალაქეები განმარტავენ, მათ სურთ, უმძიმეს ვითარებაში მყოფმა უკრაინელებმა იცოდნენ, რომ ქართული საზოგადოება ემიჯნება ქვეყნის მთავრობის პოზიციონირებას, რადგან ჯერ ერთი, რომ მათთვის მიუღებელია როდესაც კიევი იბომბება, მსგავსი განცხადების გაკეთება, რომ ახლა უკრაინელები გადიან იმ გზას, რასაც საქართველო გადიოდა, რომ რუსეთი ხოცავს ხალხს და რომ დღეს უკრაინელები საქართველოსთვისაც იბრძვიან.

"ჩემს გვერდით 90–იან წლებში არაერთი უკრაინელი დაიხოცა აფხაზეთში",– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

"რუსეთის აგრესიამ ნათელი ბავშვობა წამართვა და არ მინდა, სხვებსაც წაართვას",– ამბობს დევნილი აფხაზეთიდან.

„რაც მან ილაპარაკა ეს იყო მისი პატრონისთვის სასარგებლო და არა საქართველოსთვის. ამიტომ მის ინტერვიუში საქართველოს საერთოდ არ იყო და ალბათ ბოდიშიც არ გვაქვს მოსახდელი იმიტომ, რომ ეს არ არის საქართველოს მთავრობა.

სირცხვილია, დღეს სახლში ვიჯდე მე, სირცხვილია, რომ იყო პარლამენტში, რომლის ხელმძღვანელობა დარბაზის კარებს არ აღებს. სირცხვილია, იყო იმ მთავრობაში, რომლის პრემიერმინისტრის ნათქვამი მოსწონს რუსეთის დუმის წარმომადგენლებს, სირცხვილია იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და თამაშობდე მოსკოვის "ცსკა-ში", სირცხვილია, მოგწონდეს SCHALKE 04-ის რეაქცია, რომ გაზპრომი წაიშალო და ამ დროს შენ გასპონსორებდეს VTB ბანკი, ძალიან ბევრი სირცხვილია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ყველა ვართ უკრაინის გვერდში",- თქვა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელსაც აქვს ოკუპანტების ტყვეობაში ყოფნის გამოცდილება.

დილიდან ოპოზიცა აკრიტიკებს პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს. არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად სურს, ამ ომში უკრაინა დამარცხდეს, რათა შემდეგ ამით გაამართლოს საკუთარი „მორჩილი პოლიტიკა“ რუსეთთან მიმართებით.

რუსული პროპაგანდისტული არხები აქტიურად განიხილავენ ღარიბაშვილის პოზიციონირებას შემდეგი ფორმულირებით „გამოჯანმრთელდნენ“, „14 წლის შემდეგ გონს მოდიან“.

განახლება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აქციას გამოეხმაურა:

„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელიც ხვდება რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო. მადლობა ყველას, ვინც თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S