"ჩვენ კიევში ვართ, ვიცავთ უკრაინას"
25/02/2022 17:30:41 მსოფლიო
"ჩვენ აქ ვართ, ჩვენ კიევში ვართ, ჩვენ ვიცავთ უკრაინას", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში საუბრობს.
გავრცელებულ ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩანან ქვეყნის პრემიერმინისტრი, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
"ფრაქციის ლიდერი აქ არის, ჩემი ადმინისტრაციის უფროსი აქ არის, პრემიერმინისტრი აქ არის. ყველანი აქ ვართ, ჩვენი არმია აქ არის... ჩვენ დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას! გაუმარჯოს უკრაინას!", - აცხადებს ზელენსკი.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ამ დროისთვის კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.


