Accentnews.ge
რუსეთი "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსიდან მოხსნეს

რუსეთი "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსიდან მოხსნეს

25/02/2022 16:29:42 მსოფლიო

რუსეთი 2022 წლისთვის დაგეგმილი "ევროვიზიის" ფესტივალიდან მოხსნეს. შესაბამისი გადაწყვეტილება "ევროპული მაუწყებლობის კავშირის" აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო.

"ჩვენ ერთგულები ვართ, დავიცვათ კულტურული კონკურსის ღირებულებების, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთგაგებას", – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, 2022 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის მონაწილე ქვეყნებმა და მომღერლებმა ფესტივალიდან რუსეთის მოხსნას მოითხოვეს.

მიმდინარე წლის 10, 12 და 14 მაისს "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს. რიგით 66-ე ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი "ცირკუს მირკუსი" წარადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S