Accentnews.ge
რუსული ბანკები უკრაინაში აღარ იმუშავებენ

რუსული ბანკები უკრაინაში აღარ იმუშავებენ

25/02/2022 16:17:54 მსოფლიო

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფი ბანკების ლიკვიდაციის შესახებ.

ასეთ ფინანსურ ინსტიტუტებს მიეკუთვნება სს. საერთაშორისო სარეზერვო ბანკი, რომელიც 100%-ით ეკუთვნის რუსეთის PJSC Sberbank-ს და PJSC Prominvestbank–ს.

„როდესაც ჩვენი არმია თავდაუზოგავად და გაბედულად იცავს მიწას რუსული აგრესიისგან, ჩვენ ცენტრალურ ბანკში არ შეგვიძლია დავუშვათ, დამპყრობლებმა გააგრძელონ მუშაობა უკრაინაში და უკრაინული ფულით იმუშაონ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ კირილ შევჩენკომ.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S