ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: "რუსული ძალები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან"
25/02/2022 16:08:39 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან.
უწყების განცხადებით, კიევის ჩრდილოეთით რუსულ და უკრაინულ ჯარებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
"რუსული ძალების თავდასხმა ჩერნიგოვის მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


