პუტინი – უკრაინელ სამხედროებს: „აიღეთ ხელში ძალაუფლება!"
25/02/2022 15:39:38 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ სამხედროებს მიმართა და მოუწოდა, ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღონ. ამის პუტინმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ოპერატიული შეხვედრის დროს განაცხადა, რომელიც რუსული სატელევიზიო არხებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
"ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღეთ, როგორც ჩანს, ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება თქვენთან მოლაპარაკება, ვიდრე ნარკომანებისა და ნეონაცისტების ამ ბანდასთან, რომლებიც კიევში დასახლდნენ და მთელი უკრაინელი ხალხი მძევლად აიყვანეს",-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


