პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: "ევროპის საბჭომ დაიწყო რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესი"
25/02/2022 15:24:52 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკიის განცხადებით, ევროპის საბჭომ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესი დაიწყო.
რუსეთი 1996 წლიდან ევროპის საბჭოს წევრი. მოსკოვი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გამოაძვეს, თუმცა 2019 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვლავ აღადგინეს სრული უფლებებით.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


