უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: "გავანადგურეთ მტრის 2800-მდე ჯარისკაცი და 80 ტანკი"
25/02/2022 15:16:05 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 თებერვლის სამი საათის მონაცემებით, რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე გაანადგურეს მტრის 2800-მდე ჯარისკაცი.
"განადგურებულია მტრის დაახლოებით, 80 ტანკი, 516 საბრძოლო მანქანა 10 თვითმფრინავი და 7 ვერტმფრენი", – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


