
უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს
25/02/2022 14:56:40 საზოგადოება
უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, სადაც პოლიტიკოსები, მოქალაქეები და აქტივისტები იმავდროულად თბილისის ოფიციალური პოზიიონირების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ წევრი ბადრი გრიგალაშვილი დააკავეს. მას პოსტერი ეჭირა ხელში წარწერით – "ღარიბაშვილის დედას შევე*ით". სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა დაკავების მიზეზი.
პარტიის ცნობით, მასთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი პირი.
ზოგადად, აქციის მონაწლეები, რომელთაც ხშირი დემონსტრაციების გამო, პოლიციასთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდლება აქვთ, აღნიშნავენ, რომ პოლიციელები დღეს განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩევიან და ვარაუდობენ, რომ სწორედ ასეთია დავალება.
დილიდან ოპოზიცა აკრიტიკებს პრემიერ რარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ოფიციალური თბილისი არ უერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო დაწესებულ სანქციებს და რომ არც კიევში გეგმავს ვიზიტს, რადგან „ჩასვლას ჩასვლისთვის“ აზრი არ აქვს.
დღეს არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად სურს, ამ ომში უკრაინა დამარცხდეს, რათა შემდეგ ამით გაამართლოს საკუთარი „მორჩილი პოლიტიკა“ რუსეთთან მიმართებით.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსული პროპაგანდისტული არხები აქტიურად განიხილავენ ღარიბაშვილის პოზიციონირებას შემდეგი ფორმულირებით „გამოჯანმრთელდნენ“, „14 წლის შემდეგ გონს მოდიან“.
ღარიბაშვილის განცხადებას გაემიჯნა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი და დღეს პროტესტის ნიშნად აქციაც იმართება.