Accentnews.ge
"მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები"

"მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები"

25/02/2022 14:40:28 მსოფლიო

ნატო მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები უკრაინაში. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგანგებო ვირტუალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„მოგესალმებით, ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე, სადაც ჩვენი მჭიდრო პარტნიორები, შვედეთი, ფინეთი და ევროკავშირიც მონაწილეობს. რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, გვეპოვა დიპლომატიური გამოსავალი. მოსკოვს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ასეთი თავხედური და ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი აგრესიის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები. ჩვენ უკრაინის მამაცი ხალხის გვერდზე ვდგავართ, მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S