პუტინი კიევთან შეთანხმების მიღწევას არ ელის
25/02/2022 14:59:19 მსოფლიო
პუტინი არ ელის შეთანხმებების მიღწევას "ნარკომანებისა და ნეონაცისტების ჯგროსთან, რომელიც კიევშია ჩამჯდარი და ტყვედ ჰყავს აყვანილი უკრაინელი ხალხი".
ეს განცხადება ოკუპანტების ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საქვეყნოდ გამოთქვა მზადყოფნა, მინსკში მომლაპარაკებლები მიავლინოს კიევის წარმომადგენლებთან შესახვედრად.
დღესვე, ოდნავ უფრო ადრე მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებებს საერთოდ გამორიცხავდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, "ზელენსკიმ ეს შესაძლებლობა ხელიდან თავად გაუშვა და აწი მოსკოვი მოლაპარაკებებს მხოლოდ უკრაინული ჯარის განიარაღების შემდეგ თუ დაიწყებსო"


