Accentnews.ge
ტრამპი ჩინეთს ემუქრება

ტრამპი ჩინეთს ემუქრება

04/09/2019 11:25:21 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრმპი ჩინეთს სავაჭრო მოლაპარაკებების გაჭიანურების შემთხვევაში სერიოზული შედეგებით დაემუქრა.

როგორც ტრამპი აცხადებს, თუ აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმება 2020 წელს, მისი ხელახლა არჩევის შემდეგ გაფორმდება, მაშინ შეთანხმების პირობები უფრო მკაცრი იქნება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის ნაცვლად საქმის დაჭერა სხვა ადმინისტრაციასთან სურს, რომელიც პეკინს აშშ-ის გაძარცვის საშუალებას მისცემდა.

დონალდ ტრამპმა წინა სავაჭრო პოლიტიკის შედეგად აშშ-ის დანაკარგი წლიურად 600 მილიარდი დოლარით შეაფასა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პეკინთან სავაჭრო მოლაპარაკებებში დიდი წარმატების მიღწევას ცდილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S