ბრიტანეთი: "რუსეთის უკრაინაში შეჭრას ამ დროისთვის 450 რუსი ჯარისკაცი და 194 უკრაინელი ემსხვერპლა"
25/02/2022 13:04:50 მსოფლიო
დიდი ბრიტანთის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 450 რუსი ჯარისკაცი და 194 უკრაინელი დაიღუპა.
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიღუპა 450 რუსი ჯარისკაცი და 194 უკრაინელი, მათ შორის 57 მშვიდობიანი მოქალაქე", – განუცხადა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰეპიმ თემთა პალატაში დეპუტატებს.
გაერო-ს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს 25 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
გაერო–ს ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ უკრაინაში დაბომბევბის შედეგად 102 სამოქალაქო პირი დაშავდა.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევი წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.


