Accentnews.ge
ერდოღანი: „NATO–მ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, უკრაინის მისამართით მხოლოდ რჩევები ჟღერს“

ერდოღანი: „NATO–მ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, უკრაინის მისამართით მხოლოდ რჩევები ჟღერს“

25/02/2022 12:35:56 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აცხადებსმ, რონ ნატო–მ უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და უკრაინასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს,– იუწყება თურქული გამოცემა Anadolu.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირს და დანარჩენ სახელმწიფოებს, რომლებიც პროდასავლურ ხედვებს იზიარებენ, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია ჯერ არ გამოუჩენიათ

„მხოლოდ რჩევებით გამოდიან უკრაინის მისამართით. კონკრეტული ნაბიჯები არაა. რჩევენი ამ დრომდე ჟღერს. დღევანდელ სამიტზე ნატო განიხილავს ამასთან დაკავშირებულ საკითხებს“,– განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის: უკრაინამ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ თურქეთს ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვის თხოვნით მიმართა. საპასუხოდ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარას თხოვნის შესრულება არ შეუძლია და საფუძვლად მონტროს კონვენცია დაასახელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S