РИА: პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა
25/02/2022 12:11:12 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინს უთხრა, რომ უკრაინასთან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის მზადაა,– ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია РИА Новости ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მიმართა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.
"მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიდის ბრძოლები, მოდით, ადამიანების სიკვდილის შესაჩერებლად, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ", - თქვა ზელენსკიმ.


