
ზელენსკიმ იტალიის პრემიერის „ჩივილს“ ირონიულად უპასუხა
25/02/2022 12:07:59 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ირონიულად უპასუხა იტრალიის პრემიერის პრეტენზიას, რომ არ შედგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან კომუნიკაცია.
საპასუხოდ ზელენსკიმ Twitter–ზე დაწერა.
"დღეს, 10:30 საათზე ჩერნიგოვის, გოსტომელისა და მელიტოპოლის გარეუბანში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ხალხი იღუპებოდა. შემდეგ ჯერზე ვეცდები, ომის განრიგი შევცვალო, რათა კონკრეტულ დროს ვისაუბრო მარიო დრაგისთან. ამასობაში უკრაინა აგრძელებს საკუტარი ხალხისთვის ბრძოლას“.
მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის და ზელენსკი დღეს დილისთვის სატელეფონო საუბარიზე შეთანხმდნენ, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი მას არ დაუკავშირდა.